Home » მთავარი » „მორიგი ასეთი დეზიფენქციის დროს ბავშვებს თავის ტკივილი და გულისრევა აღენიშნათ!“

„მორიგი ასეთი დეზიფენქციის დროს ბავშვებს თავის ტკივილი და გულისრევა აღენიშნათ!“

დღეს მოქალაქეთა ჯგუფი დაგვიკავშირდა, რომლებმაც სადეზინფექციო კომპანიებთან დაკავშირებით არსებული პრობლემის გასაჯაროება გვთხოვეს. იქამდე, სანამ აღნიშნულ საკითხს გავარკვევთ, მოქალაქეთა წერილს უცვლელად გთავაზობთ.

-„არავისთვის უცხო არ არის რა ანტისანიტარიაა ბევრ საცხობში თუ მაღაზიაში, რესტორანში თუ კაფეში. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არის სადეზინფექციო სამსახური დაარსებული, მაგრამ არიან თაღლითები და აფერისტები, რომლებსაც უნდათ ფულის ადვილად შოვნა! საკმაოდ მომრავლდა სადეზინფექციო კერძო კომპანიები, საინტერესოა, ვინ აკონტროლებს და საერთოდ თუ კონტროლდებიან ისინი? ალბათ თქვენც გინახავთ სადარბაზოების დეზინფექციის მიზნით მოსული პირები, რომლებიც ფულს გართმევენ და პასუხსაც არ გცემენ რა ხსნარს ასხამენ სადარბაზოში. ჩვენ გავარკვიეთ და დავადგინეთ, რომ ამჟამად თითქმის ყველა კომპანია იყენებს ე. წ. ბიტოქს და კარატეს! რაც „აისომ“ და თუნდაც უვნებლობის სამსახურმა მკაცრად აკრძალა და განაცხადა, რომ ამ პრეპარატების კვების ობიექტებზე  გამოყენება დაუშვებელია!

რამდენჯერმე მოვთხოვეთ საბუთი, დავუსვით კითხვები, მაგრამ მათ არ ისურვეს პასუხების გაცემა. ელემენტალურად არ ტოვებენ სერთიფიკატებს მადასტურებლად იმისა, რომ პრეპარატს არ გააჩნია ზეგავლენა არც პროდუქციაზე და არც ადამიანის ჯამრთელობაზე! როგორც ვენ ვიცით,  ყველა ობიექტი უნდა დამუშავდეს ღამით და არა მზის შუქზე ან თუნდაც ქარის დროს. იყო შემთხვევა, როცა მორიგი ასეთი დეზიფენქციის დროს ბავშვებს თავის ტკივილი და გულისრევა აღენიშნათ.

გთხოვთ, დაინტერესდით აღნიშნული პრობლემით. ჩვენ ადრე მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ შედეგს ჯერ ვერ ვხედავთ. ამ კომპანიების შესაჩერებლად არაფერი კეთდება! მერიასაც მივმართეთ, თუმცა როგორც მივხვდით არ ამ უწყებაში აქვთ ამ კომპანიებზე კონტროლის მექანიზმი!“-წერია წერილში.

 ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით კომპეტენტურ პირებს და სადეზიფენქციო კომპანიებს, იქამდე კი მივმართავთ მათ-გამოგვეხმაურონ და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...