Home » მთავარი » მორიგი დამწვარი სავაჭრო ცენტრი-ფოთში ზარალს ითვლიან

მორიგი დამწვარი სავაჭრო ცენტრი-ფოთში ზარალს ითვლიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის თამაზ უბილავას განცხადებით,  ამ დროისათვის ფოთის ბაზრობაზე სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ჩასაქრობად ჯამში 9 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს. ადგილზე იმყოფება ფოთის მერი და სხვა ჩინოვნიკები. ხანძართან დაკავშირებით კითხვები აქვს ფოთის მერსაც.

“იწვის ყველაზე ძვირადღირებული საქონელი სადაც იყო, ის ადგილი და მე მიკვირს უბრალოდ, კითხვა ჩნდება ალბათ, მთელს საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები აი ასე და ალბათ, დაადგენენ ამას ყველაფერს” – აცხადებს ფოთის მერი, ირაკლი კაკულია.

ბოლო მონაცემებით, ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 70-მდე მაღაზია დაიწვა. ამ დრომდე არსებობს იმის საშიშროება, რომ ცეცხლი მიმდებარე მაღაზიებზე გადავიდეს.

ცეცხლი დილის 07:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ადგილზე 150-მდე მაღაზიაა

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...