Home » მთავარი » მორიგი სკანდალი მერიაში- საახალწლო კონცერტი ტენდერის გარეშე ტარდება

მორიგი სკანდალი მერიაში- საახალწლო კონცერტი ტენდერის გარეშე ტარდება

საახალწლო სახალხო კონცერტი მერიის კულტურის სამსახურმა უკვე დაგეგმა და როგორც ირკვევა, მასში ბევრი ცნობილი და სახალხო მომღერალი არ მიიღებს მონაწილეობას. კონცერტი ისევ ტენდერის გარეშე ტარდება, რატომ? ამაზე მერიის კულტურის სამსახურს პასუხის გაცემა არ სურს. მერიისგან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სახალხო კონცერტში მხოლოდ ის მომღერლები იმღერებენ, რომლებსაც ახალი სიმღერა აქვთ.

ბოლო დროს საკმაოდ ბევრი კითხვაა გაჩენილი ბიუჯეტიდან დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით, მომღერლების ნაწილი კი ისევ დაბლოკვაზე ალაპარაკდა.

საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ იღებს ლელა წურწუმია, ნუგზარ ერგემლიძე, „კახაბერი და ხანუმები“, ეკა კვალიაშვილი, ირმა სოხაძე , ანრი ჯოხაძე და სხვები.

ეკა კვალიაშვილის თქმით, მას შეთავაზება არც წელს მიუღია, თუმცა არც ნანობს და საერთოდ არ სურს მერიის მიერ დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა.

კახაბერ ცისკარიძე კი ამბობს, რომ მერიას არ აქვს უფლება სახალხო კონცერტი ტენდეტრის გარეშე ჩაატაროს. მისივე თქმით, მას არ აქვს არაპროფესიონალებთან ურთიერთობის სურვილი და თავად აკეთებს ახალი წლის ღამეს სასტუმრო „მუზეუმთან“ ერთად. კახა ცისკარიძეც ამბობს, რომ საახალწლო კონცერტი წელსაც „პანაშვიდი“ იქნება ისევე როგორც შარშან

საახალწლო კონცერტში მონაწილეობას იღებს სოფო ბედია, რომელიც მადლობას უხდის მერიის კულტურის სამსახურს და ამბობს, რომ წელს იქნება გრანდიოზული საახალწლო კონცერტი ახალი სიმღერებით. მისი თქმით არანაირი „შავი და მწვანე“ სიები არ არსებობს.

საახალწლო კონცერტი რომ გასართობი არ იქნება, ამაში დარწმუნებულია ნუგზარ ერგემლიძეც. მისი თქმით, არსებობს სალონური და მოედანზე გასაჟღერებელი მუსიკა, ეს უკანასკნელი კი საქართველოში ბევრი არ არის.

მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი თავად არ მონაწილეობს საახალწლო კონცერტში, თუმცა ახალი წლის ღამეს მღერიან მისი ტყუპები და ეს მათი დებიუტია. მისი თქმით ვერაფერს იტყვის არსებობს თუ არა „შავი სიები“, მაგრამ აქვე ამბობს, რომ წინს მთავრობის დროს დაწერილი სიმღერა თბილისზე არ აჟღერდა ბოლო ორ თბილისობას.

ირმა სოხაძე ამბობს, რომ ბოლო დროის კონცერტები ვერ უძლებს კრიტიკას და არ დასრულდა საქართველოში ფავორიტული სისტემა. მისი თქმით, დროა ყველამ თავისი საქმე აკეთოს და რაც მთავარია, გააკეთოს პროფესიონალმა და გააკეთოს ხარისხიანად. ირმა სოხაძის თქმით ამ ბოლო დროს ყველაფერი მიკერძოებული გემოვნებით ტარდება და სწორედ ამიტომ არის, რომ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...