Home » მთავარი » მოსამართლეების შეურაცხმყოფელი სიტყვების ნუსხა

მოსამართლეების შეურაცხმყოფელი სიტყვების ნუსხა

ზონდერ-მოსამართლე, დაქირავებული ზონდერი, მოღალატე, სამარცხვინო – ეს იმ სიტყვებისა და ეპითეტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც იუსტიციის საბჭომ სპეციალურ განცხადებას დაურთო, სადაც საბჭოს წევრები საზოგადოებას მოსამართლეების კრიტიკის საკითხის განხილვისკენ მოუწოდებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოდის ინიციატივით, რომ მოსამართლეების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გარკვეულ რეგულაციებში მოექცეს. შესაძლოა დაწესდეს შესაბამისი სანქციებიც.

იუსტიციის საბჭოს საგანგებო განცხადებას ახლავს ნიკა გვარამიას, ელისო კილაძის, თამარ ჩერგოლეიშვილისა და სხვა პირების სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიც, რომელიც იუსტიციის საბჭომ სახალხო დამცველს, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და სამოქალაქო სექტორს გადაუგზავნა.

კანონპროექტი იუსტიციის საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ მოამზადა.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი- ვირუსული ინფექციებისთვის – დაიცავი თავი!

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც წელიწადში დაახლოებით 3-5 მილიონი ადამიანი ავადდება (არ ...