Home » მთავარი » მოსიაშვილი აუდიტის დასკვნის წინააღმდეგ

მოსიაშვილი აუდიტის დასკვნის წინააღმდეგ

დღეს აუდიტის სამსახურმა ოთარ ფარცხალაძესა და მერიას შორის ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც არ ეთანხმება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი უფლებადამცველი, გაგი მოსიაშვილი და ამბობს, რომ   აუდიტის სამსახური მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, აუდიტის სამსახური ფაქტების ინტერპრეტირებას ახდენს, როდესაც აცხადებს, რომ ვიდრე ოთარ ფარცხალაძე არ ჩაერთვებოდა საქმეში, წინა მფლობელთან, გაცვლის თაობაზე მერიას მოლაპარაკებები არ ჰქონია.

„ეს დოკუმენტი ამტკიცებს იმას, რომ აუდიტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რომ აუდიტის სამსახური ამბობს, რომ ვერ მოიძია თურმე კომუნიკაცია, რომ არსებობდა მერიასთან აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ შევიდა. ჩანაცვლების საკითხი დგას ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ფარცხალაძე ამ კომპანიაში არ არის და თუ ამ კუთხით გავყვებით, ლოგიკურია, რომ არანაირ პრივილეგირებულ მდგომარეობაზე არ არის საუბარი და პლიუს ამას, ლევან სამხარაული ექსპერტიზის დასკვნით არის შეფასებული მიწის ნაკვეთები და რაც არის სხვაობა, ეს სხვაობა არის შემდგომში გადახდილი ამ ჩანაცვლების შემთხვევაში ფარცხალაძის კომპანიის მხრიდან“ – აცხადებს მოსიაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...