Home » მთავარი » „მოუწოდებ საგარეო უწყებას ბოდიში მოიხადოს სოსო ოსორაულის ოჯახის და ქართველი ერის წინაშე!“

„მოუწოდებ საგარეო უწყებას ბოდიში მოიხადოს სოსო ოსორაულის ოჯახის და ქართველი ერის წინაშე!“

გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კონგოში დაკავებული სამხედრო მფრინავის, სოსო ოსურაული  შესაძლო გარდაცვალების შესახებ უკვე მოჰყვა რეაგირება მფრინავის ახლობლებისა და თადარიგის ოფიცრების მიერ.

იხ.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%90%e1%83%a0/

ამჯერად საგარეო უწყებას შეიარაღებული ძალების თადარიგის მაიორი ვლადიმერ მელაშვილი ეხმიანება და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

-“მე შეიარაღებული ძალების თადარიგის მაიორი ვლადიმერ მელაშვილი ვარ, თავს ვგრძნობ დამცირებულად იმის გამო რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ კონგოში დატყვევებულ სამხედრო მფრინავთან პოლკოვნიკ სოსო ოსორაულთან დაკავშირებით განაცხადა.

,,სავარაუდოდ ის დაიღუპა“- ეს იყო მისი ბრიფინგის არსი. პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ამქვეყნის სავარაუდო მოქალაქე არ ყოფილა მას აქვს კონკრეტული წვლილი ჩემი ქვეყნის წინაშე. შაბლონური იყო ბატონი გონაძის მოწოდება რომ ,,კონგოში მყოფებმა დატოვონ იქაობა და სამშობლოში დაბრუნდნენო“ განა პორტირებულმა ნაცებმა თავდაცვის უწყების ე.წ. რეფორმებით არ აიძულეს დამსახურებულ ოფიცრებს დაეტოვებიათ არმია, განა უნიათობამ და ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალის იდეურ ტერორში ყოფნამ არ შეუწყო ხელი ქვეყნის უსაფრთხოების მონგრევას. სად იყო მაშინ ხელისუფალი, როცა თავდაცვის სამინისტროდან დამსახურებული კონტინგენტის შეგნებულ ინფილტრაციას ახდენდნე? რა მნიშვნელობა აქვს კონგოში იქნები ტყვედ თუ შენს სამშობლოში? გადახედეთ, ბატონებო, არმიდან გაყრილი ოფიცრების პირად საქმეებს, ნახეთ მათი ჯილდოები საბრძოლო დამსახურებებისთვის და მერე თუ სინდისი მოქცემთ გააკეთეთ კომენტარები.

თითოეულმა ოფიცერმა, ვინც ნაცების და პორტირებული ნაცების უსამართლო წიხლი ვიგემეთ, ვიცით ტყვეობის ფასი სამსობლოში ტყვეობა ორმაგი ტყვეობაა, რაც შეეხება პოლკოვნიკ ოსორაულს ის მაღალი კლასის საბრძოლო გამოყენების ოფიცერია ვერავინ გაამტყუნებს მას იმის გამო რატომ წავიდა აფრიკაში როცა აქ სამხედრო ავიაციას მიზანმიმართულად შლიდნენ.

პოლიტიკოსად შეიძლება გახდე მაგრამ მფრინავად უდაოდ უნდა დაიბადო ოსორაულის ერთი დღის არწივის სიცოცხლე სჯობს ზოგის სავარძელში ჩამყაყებულ ცხოვრებას. სამხედრო მფრინავის ცხოვრება რბილ სავარძელში დაჯდომა და პულტზე სხვისი კარნახით თითის დაჭერა არაა ამიტომ მოხვდა ის კონგოში ჩვენთვის ნამდვილი სამხედროებისთვის პროფესია ფულზე ღირებულია. ბატონ გონაძეს მოუწოდებ გონიერებისკენ ვეტყოდი რაც ენაზე მოადგება ყველაფერი სასაუბრო არაა ის ხომ სახელმწიფოს სახელით საუბრობს.

მოუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, სანამ დროა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს სოსო ოსორაულის ოჯახის და ქართველი ერის წინაშე. ხელისუფლებას კი ვთხოვ დროულად მოახდინოს პორტირებული ნაცების უტილიზაცია!”-აცხადებს მელაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...