Home » მთავარი » მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეეძლებათ

მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეეძლებათ

თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. განახლებული ცენტრი დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. ცენტრი შშმ პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. სმენადაქვეითებული ადამიანები საინფორმაციო მონიტორით ისარგებლებენ. ასევე, მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი, უსინათლო მოქალაქეებისათვის სივრცის რუკა, ასევე ადაპტირებული ოპერატორის მაგიდები.

მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეეძლებათ. გარდა ამისა, დაწყებულია ელექტრონული მომსახურების დანერგვა და უახლოეს პერიოდში ნებისმიერი მომსახურების მიღებას მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ასევე, იზრდება სამუშაო საათები და ცენტრი მოქალაქეებს 09:00- დან 20:00 საათამდე მოემსახურება. განახლებული ცენტრი შაბათსაც, 10:00 – დან 14:00 საათამდე იმუშავებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისათვის მომსახურების გამარტივებული პრინციპით მიწოდებას გულისხმობს. აქ არის თავმოყრილი ყველა ძირითადი სერვისი, როგორც დოკუმენტაციის ჩაბარების და მიღების, ასევე, სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდების კუთხით. აქ იქნება განლაგებული ყველა მნიშვნელოვანი სამსახური, მათ შორის, თბილისის ადვოკატი, ქონების მართვის სამსახური, არქიტექტურის სამსახური. მნიშვნელოვანია ის, რომ სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ ადრე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობდა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს და დამატებით იმუშავებს ასევე შაბათ დღეს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, რათა მეტ მოქალაქეს მოვემსახუროთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, მერიაში ახალი წლიდან დაინერგა (MSDA) დოკუმენტბრუნვის ახალი, ელექტრონული პროგრამა, რამაც შეამცირა მოქალაქეების მომსახურების ტრანზაქციის ხანგრძლივობა და განახლებულ ცენტრში ფიზიკური და იურიდიული პირები სწრაფი სერვისის მიღებას შეძლებენ. მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი მოქალაქეებს ხვალიდან მოემსახურება.

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი 2008 წლის შემდეგ, პირველად განახლდა. ცენტრში
ამორტიზებული იყო ინტერიერი, დარღვეული იყო მომსახურების სტანდარტები, არ იყო ადაპტირებული შშმ პირებისათვის და ისინი ვერ ახერხებდნენ სერვისების სრულყოფილად მიღებას.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...