Home » F-vews » „მოშორდით ჩემი ცხოვრებიდან, ვისაც ნაცები გემეტებათ პარლამენტისთვის!“

„მოშორდით ჩემი ცხოვრებიდან, ვისაც ნაცები გემეტებათ პარლამენტისთვის!“

F-news

ზურა ხაჩიძე

„მოშორდით ჩემი ცხოვრებიდან, ვისაც ნაცები გემეტებათ პარლამენტისთვის და პატრიოტები არა…“- ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურა ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, საზოგადოება მალე დაინახავს, როგორი უნდა იყოს პარლამენტარი და ამას  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აჩვენებს.

„ირმა ინაშვილი იყო პირველი, ვინც გადაიღო საკუთარი სიცოცხლის ფასად აფხაზეთიდან გამოძევებული ჩვენი დევნილები. მათთან ერთად გამოიარა ეს ჯოჯოხეთური გზა…რამდენჯერ თქვენი და ჩვენი შვილების დასაცავად, სხვადასხვა მიტინგებზე, თუ შეკრებებზე, ამხილა იმ 9 წლიანი რეჟიმის ჯალათები. (სხვათაშორის უმრავლესობა სახლში იჯექით-ტელევიზორებთან). მან 2012 წელს რეჟიმის შესაცვლელად, იმ სასტიკი ვიდეო კადრების მოპოვება და კონსპირაცია შეძლო. არ არის მისი და დათო თარხან-მოურავის დამსახურება სასტიკი რეჟიმის ცვლილება?! სამწუხაროდ რაღაცეებს ადვილად ვივიწყებთ და ეს ჩვენი საზიზღარი მხარეა.ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი,მაგარი მეგობარი,კარგი დედა,სუფთა გულის ადამინი და გულწრფელი პოლიტიკური ლიდერი…გავაგრძელო? მე პირადად 15 ივნისს სამართველოს დარბევის დროს, გავექეცი სპეც. რაზმს, მოსაკლავად მომსდევდნენ და სწორედაც მის გარდა არავის არ მოუკითხივარ დარბევის შემდეგ. მან გამომიყვანა ჩართული კამერით 9 სართულიანი კორპუსიდან, რომ არ მოვეკალი იმ მხეცებს! ამ წლების მანძილზე მისი ლიკვიდაციაც კი შეუკვეთეს…

განა ეს ცოტააა?!

ვინმეს როგორ გიბრუნდებათ ენა და ამბობთ “რა უნდა პატრიოთა ალიანს პარლამენტშიო”?!

აღარ მინდა გაგრძელება…

გოგომ რამდენი დარტყმა მიღო თავის თავზე  თქვენ და ჩვენ გამო.

მძულს ყველა ის ადამინი, ვინც ასე ფიქრობს, მოშორდით ჩემი ცხოვრებიდან, ვისაც ნაცები გემეტებათ პარლამენტისთვის და პატრიოტები არა… წარმატება მინდა ვუსურვო ჩემს გუნდს, თქვენ ნახავთ თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტარი, ამას თქვენ “პატრიოტთა ალიანსი” გაჩვენებთ! ხოლო ირმას, იმ ადამინებთან ერთად, ვინც მოხვდა პარლამენტში, წინ სვლას ვუსურვებ. მე შევეცადე, ბოლომდე ვიბრძოლე,მთელი გული და რესურსი ჩავდე, მაგრამ სამწუხაროდ ფულს და გამყიდველებს ვერაფერი ვერ დავუპირისპირე.ღმერთია მოწმე რამდენი ვიშრომეთ, მე და ჩემმა მაგარმა გუნდმა, ჩემმა ოჯახმა,ძმაკაცებმა. სამწუხაროდ ძალას და ფულს ვერაფერი დაუპირისპირეთ…3 000 კაცმა გულწრფელად დაგვიჭირა მხარი,უარი თქვა 30 ვერცხლზე იმ იმედით, რომ მისი და რაიონის მომავალი გადაერჩინათ.სხვათაშორის გაცილებით მეტია ჩვენი მხარდამჭერების პროცენტი, ვიდრე გამოქვეყნებული შედეგებია.
პ.ს. ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ….მადლობა და მიყვარხართ!”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ ...