Home » მთავარი » მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 13 დეკემბერს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველმა მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმინდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და მისი მოწაფე იყო.

“ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ანდრია პირველწოდებული პირველად ლაზეთში შემოვიდა. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა.

მე-11 საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო, როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი.

ანდრია პირველწოდებულის როლი უდიდესია საქართველოსათვის და მთელი კაცობრიობისათვის.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...