Home » მთავარი » მოხალისეობის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე…

მოხალისეობის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე…

თბილისის მერი მოხალისეობის მსურველებს  მოუწოდებს   დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე – 2722222, ან წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე – 0800 000 018.

მოხალისეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს და გაიაროს სპეციალური ტრენინგი, რათა იცოდეს უსაფრთხოების წესები.

„კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო – ესაა მოხალისეები ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც  უნდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მოხალისე, დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე: 2722222, ან წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე 0800 000 018, დარეგისტრირდეს და გაიაროს აუცილებელი ტრენინგი, რათა იცოდნენ უსაფრთხოების წესები. აქ იმყოფება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე. სწორედ წითელი ჯვრის დახმარებით და მათი დიდი გამოცდილების გაზიარებით, მიმდინარეობს მოხალისეთა გადამზადება” – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა საქართველოს წითელ ჯვარს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის რაიონულ გამგეობებში მოხალისეთა ტრენინგები უკვე რამდენიმე დღეა რაც  დაიწყო.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...