Home » მთავარი » “მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ე.წ. “ზეპირი განხილვები” ფორმალური ხასიათისაა!”

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ე.წ. “ზეპირი განხილვები” ფორმალური ხასიათისაა!”

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

“გაითვალისწინეთ, რომ არ ხართ, – ეროვნული თანხმობის ხელისუფლება! უკაცრავად ვარ, მაგრამ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებისას (ხელისუფლების მთელ რიგ მოსაზრებებს მეც ვიზიარებ), როდესაც “ოცნების” ახალგაზრდა ლიდერებს (კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე) ვუსმენ და ვუცქერ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ და ეს ე.წ. “ზეპირი განხილვები” ფორმალური ხასიათისაა! თუ ეს ასეა, მაშინ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიული განვითარება და სისტემური მდგრადობა კვლავ პრობლემატური იქნება, რაც დიდად დააზარალებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და რეპუტაციას! ეს უნდა გაითვალისწინოს არსებულმა ხელისუფლებამ და ისიც, რომ პოლიტიკაში ზედმეტი თავდაჯერებულობა ძალიან ცუდი მოკავშირეა, მითუმეტეს, როდესაც არ ხარ, – საერთო ეროვნული თანხმობის ხელისუფლება!…

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...