Home » მთავარი » „მრჩეველი-თანაშემწე“-ამ შტატებზე თითქოს სპეციალურად არიან ვიღაცის ბრძანებით შერჩეულნი სავსებით უცოდინარნი და გამოუცდელნი“

„მრჩეველი-თანაშემწე“-ამ შტატებზე თითქოს სპეციალურად არიან ვიღაცის ბრძანებით შერჩეულნი სავსებით უცოდინარნი და გამოუცდელნი“

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ ჩვენი საქართველოს  ლიდერი

მრჩეველი თუ ექსპერტი?

საქართველოში 90-იანი წლებიდან მთავრობაში, პარლამენტში, სამინისტროებში, გუბერნატორებთან, მერიებში, გამგეობებში და სხვადასხვა სტრუქტურებში შემოიღეს საშტატო ერთეულები „მრჩეველი“.
ეს მრჩევლები იყო შევარდნაძის პერიოდშიც, სააკაშვილის პერიოდშიც და არის ივანიშვილის პერიოდშიც. პრემიერ-მინისტრები, მინისტრების, გუბერნატორების, მერების, გამგებლების, საკრებულოების და სხვადასხვა სტრუქტურების საშტატო ერთეულებში.

არის ასევე თანაშემწის საშტატო ერთეულები. 97 ან 98 % ამ შტატებზე დანიშნული პიროვნებებიდან თითქოს სპეციალურად არიან ვიღაცის ბრძანებით შერჩეულნი სავსებით უცოდინარნი, სავსებით უსუსურნი, სავსებით გამოუცდელნი და ბრიყვი ადამიანები.

ერთი მხრივ თუ ვიფიქრებთ სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რადგან მინისტრების 90 % ამ ბოლო 30 წლის მანძილზე უცოდინარნი, ხელმძღვანელობისა და ორგანიზატორული მუშაობის უუნარონი და შემთხვევითი პიროვნებები არიან. ასეთივე არიან გუბერნატორების, მერების და გამგებლების 98 %.
გინახავთ ამ ბოლო დროს 10-15 თუ 20 წელში რომელიმე მინისტრი, გუბერნატორი, მერი ან გამგებელი რომელიმე კუთხეში ან რომელიმე რაიონში თუ ქალაქში ცდილობდეს, მუშაობდეს, იბრძოდეს
__ ძველი მძლავრი ქარხნის, ფაბრიკის, საწარმოს აღდგენას ან ახალი დიდი თუ მცირე საწარმოს შექმნას?
__ საქართველოს წინაშე მდგარი სულ მცირე 3-4 საკითხის გადაწყვეტაზე მუშაობას?
__ რომელიმე კუთხეში ან რაიონში ძველი კურორტების აღდგენას და ახლების შექმნაზე მუშაობას?
__ სოფლებში სხვადასხვა სახის ფერმერული მეურნეობების შექმნას?
__ ქალაქების, რაიონების, სოფლების მოწესრიგებას?
__ ქალაქებში, რაიონებში, დაბებში, სოფლებში ან ტრასებზე კეთილმოწყობილი ყოველმხრივ მიმზიდველი სავაჭრო ცენტრების მოწყობას სადაც დასაქმებული იქნებიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებიც სიცხეში, წვიმაში, სიბინძურეში გარევაჭრობით ირჩენენ თავს და ა.შ.  რადგან ეს 15-20 წელია მინისტრების, გუბერნატორების თუ მერების 95 % ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებს და უსაქმურდ არინ მრჩეველების თანამდებობებზე იმიტომაც ნიშნავენ უსაქმურ, უცოდინარ ხალხს, რადგან საქმის არ გაკეთებას რად უნდა მრჩეველი? არადა ნორმალურად აწყობილ ქვეყანაში ყველ მინისტრი, გუბერნატორი თუ მერი ეცდება თავისზე უფრო ჭკვიანი, განათლებული, პროფესიონალი და ორგანიზატორი ჰყავდეს მრჩეველებად, რათა მან ბევრი კარგი რაიმე ურჩიოს და ბევრი კარგი საქმის კეთებაში დიდი დახმარება გაუწიოს.

კარგი იქნება თუ მრჩევლებს გადაერქმევათ საშტატო განრიგში სახელწოდება და დაერქმევათ ექსპერტები, რადგან ექსპერტები ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „გამოცდილს“, „რაიმე საქმის სპეციალისტს“. იქ არ წერია რისი სპეციალისტი უნდა იყოს ექსპერტი ბიოლოგიის, ელექტროობის თუ მშენებლობის. არაფერს რომ არ აკეთებს და არაფრის კეთებას რომ არ თხოვენ ეგეც გამოცდილებაა. „უსაქმურობის სპეციალისტი ხარ“ ე.ი ექსპერტი რაღაც საკითხში.

ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი კუთხის გუბერნატორმა თათბირზე რომ განაცხადა ამ ბოლო ხანებში ჩვენს მხარეში ცხოვრების დონე წინ წავიდაო, თუ 2-3 წლის წინათ ადამიანს გაიტაცებდნენ ფულის გამოძალვის მიზნით და გამოსასყიდი თანხის გადახდისათვის 2-3 ათასი დოლარის გადახდა უჭირდა ახლა 15 000 და 20 000-ს თავისუფლად იხდიანო. მაგას მრჩეველი არ ჰყავდა?

რამდენი თვე იგუა არ მახსოვს 3 თუ 4 თვე სააკაშვილმა 4-5 მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში და მალევე მოიშორა და დამოუკიდებლად დაიწყო ფიქრი საქართველოს ჯარით რუსეთის ჯარის დამარცხებაზე. რაც გაუკეთა მან და მისმა ხელის ბიჭებმა საქართველოს და ქართველ ხალხს მთელი მსოფლიო ხედავს. ახლა უკრაინელ ხალხს ეუბნება უკრაინის ჯარს თავისუფლად შეუძლია რუსეთის ჯარის დამარცხებაო.

პრემიერ ღარიბაშვილს ძმები ჩხენკელები მიუყვანეს მრჩევლებად, რომლებმაც გარევაჭრობის მასობრივად დაშვების წყალობით ყოველდღიურად მილიონობით ლარი ქვეყნის ბიუჯეტსაც მოაკლეს და ეკონომიკის ზრდასაც. ამ ძმების „წყლობით“ ტრანსპორტის უსისტემო მოძრაობის გამოც ყოველდღიურად მილიონები აქედანაც აკლდება ქვეყანას. მართალია შემდეგში ღარიბაშვილმა ორივე ძმა ერთად მოიშორა, მაგრამ გარევაჭრობის და ტრანსპორტის საკითხები აღარავის არ მოუწესრიგებია და დღევანდელ პრემიერს ერთი მრჩეველიც კი არ ჰყავს რომელიც ქვეყნის ამ ყველაზე დიდ უბედურებას უმტკივნეულოდ მოსპობდა.

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...