Home » კულტურა » “მსახიობების ხელფასების შემცირება არ მომხდარა ყველა თეატრში…”

“მსახიობების ხელფასების შემცირება არ მომხდარა ყველა თეატრში…”

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მსახიობების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსახიობებისთვის ხელფასების შემცირება არ მომხდარა ყველა თეატრში.

“რაც შეეხება მსახიობების ხელფასების შემცირებას, ეს არ მომხდარა ყველა თეატრში. ის თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ თეატრები წლიური ბიუჯეტის ჯამურად შემცირებას, ეს თვითონ ხელმძღვანელის პრეროგატივა და ინდივიდუალური გადასაწყვეტი იყო. ზოგმა ეს პრობლემა გადაწყვიტა ადმინისტრაციული ან სხვადასხვა ხარჯების შემცირების მეშვეობით და ხელფასები არ შეუმცირა მსახიობებს. ზოგმა შეუმცირა იმ მსახიობებს, ვინც ნაკლებად ან საერთოდ არ იყვნენ დაკავებული სპექტაკლებში. ზოგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის შეემცირებინა” – განაცხადა გიორგაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...