Home » მედიცინა » მსოფლიოში “კოვიდ 19” ინფექციისგან მილიონზე მეტი პაციენტი განიკურნა

მსოფლიოში “კოვიდ 19” ინფექციისგან მილიონზე მეტი პაციენტი განიკურნა

მსოფლიო მაშტაბით კოვიდინფექციას  მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი. დღეის მონაცემებით სულ 1 006 112 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი დაინფიცირებული ესპანეთში (137 984), აშშ-სა (124 979) და გერმანიაში (123 500) გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მსოფლიოში სულ 3 249 022 ადამიანი დაინფიცირდა. ყველაზე მეტი აშშ-ზე მოდის (1 053 036), შემდეგ ესპანეთი (239 639) და იტალია (205 463).

“კოვიდ 19” მსოფლიო მასშტაბით 230 809 ინფიცირებული გარდაიცვალა. დაღუპულთა რაოდენობით იტალია პირველ ადგილზეა (27 967), მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია (26 771), მესამეზე ესპანეთი (24 543), მეოთხეზე კი – საფრანგეთი (24 087).

 

 

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...