You are here
მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი ეს საინტერესოა მთავარი 

მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია. ქართულ ღვინოს სტატია BBC-მ მიუძღვნა.

გამოცემის ცნობით, ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

ამ აღმოჩენამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლის წინანდელია.

 

Comments

comments

Related posts