Home » უცხოეთი » მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანს კუჭის შუნტირება გაუკეთდა

მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანს კუჭის შუნტირება გაუკეთდა

მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანს კუჭის შუნტირება გაუკეთდა. მექსიკელი ხუან პედრო ფრანკოს წონა, რომელიც 595 კილოგრამია, ექიმების ვარაუდით, ამ ოპერაციის შემდეგ განახევრდება.  მედიკოსების დაკვირვების ქვეშ მყოფ მექსიკელს წონის დასაგდებად კიდევ ერთი ოპერაციის გადატანაც მოუწევს. რამდენიმე თვეში მას კუჭს დაუპატარავებენ.

ყველაზე მსუქანი პაციენტის ოპერაციას ექიმები მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდნენ, როცა ხუან პედრომ საკუთარი წონის გაკონტროლება და არტერიული წნევის რეგულირება დაიწყო. მას სიმსუქნემ გარდა იმისა, რომ საწოლს მიაჯაჭვა, ჯანმრთელობის მხრივაც საკმაოდ გაურთულა მდგომარეობა.

Facebook Comments
x

Check Also

COVID-19-ით ინფიცირებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, მის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებს კიდევ ერთი 13 წლის ბავშვი ...