Home » მთავარი » “მსოფლიოში ყოველ 7 წუთში ერთი ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება”

“მსოფლიოში ყოველ 7 წუთში ერთი ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება”

„ მსოფლიოში ყოველ 7 წუთში ერთი ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება“ – ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEP ავრცელებს ინფორმაციას. 2015 წელს ძალადობის შედეგად მთელი მსოფლიოს მასშტაბით  82 ათასი მოზარდი დაიღუპა. ყველაზე დაუცველი ახალგაზრდები 15-19 წლისანი არიან, ვიდრე 10-14 წლის ასაკის ბავშვები.

ორგანიზაციის კვლევებით მოზარდებში სიკვდილის მიზეზი უფრო ხშირად  პერსონალური კონფლიქტებია და არა ჯგუფური თავდასხმა. გასულ წლებში ყოველი 3 მოზარდიდან ორი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, დანარჩენი კონფლიქტის მიზეზით დაიღუპა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასული წლის განმავლობაში 15-19 წლის ასაკის   9 მილიონი გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 20 ქვეყანაში 10 გოგონადან 9 განაცხადა, რომ მასზე ძალა გამოიყენეს.

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...