Home » მთავარი » მურატ ჯიოევი ევროკავშირის დამკვირვებლებს “სამხრეთ ოსეთში” “უკანონო ვიზიტების” გამო აკრიტიკებს

მურატ ჯიოევი ევროკავშირის დამკვირვებლებს “სამხრეთ ოსეთში” “უკანონო ვიზიტების” გამო აკრიტიკებს

დე-ფაქტო ცხინვალი ევროკავშირის დამკვირვებლებს წნელისში, “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, განხორციელებული “უკანონო ვიზიტის” გამო აკრიტიკებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ მუშაობის მანდატი არ გააჩნიათ და მათ მიერ განხორციელებული ყოველი ვიზიტი „უკანონოა.“

„ევროკავშირის დამკვირვებლები წნელისის დასახლების მარჯვენა სანაპიროს უკანონოდ სტუმრობენ. მათი მანდატი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ მოქმედებს. ასე რომ, ყოველი მათი ვიზიტი უკანონოა. მათ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის მანდატი აქვთ და არა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა მურატ ჯიოევმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის დამკვირვებლების მსგავსი მოქმედებები “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ უპატივცემულობის ნიშანია”.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...