Home » ექსკლუზივი » მუქარა, გინება და დაპირისპირება-ჭყოიძემ სადღობელაშვილს პოლიციაში უჩივლა (აუდიო)

მუქარა, გინება და დაპირისპირება-ჭყოიძემ სადღობელაშვილს პოლიციაში უჩივლა (აუდიო)

ერეკლე მეორეს საზოგადოების თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა:

http://www.myvideo.ge/v/2525390
დღეს, აი ამ დედიკოს ბიჭმა, რომელიც ბოკერიას ბიჭებმა აცურავეს, დამირეკა და მკაცრი ტონით მომთხოვა სასწრაფოდ წამეშალა მასზე დაწერილი ფბ. სტატუსი. რაზეც, ჩემგან საკადრისი პასუხი მიიღო. ისე, ჩემი აზრით, ასეთი აზროვნების ხალხით ,,ქართული მარში“ ნამდვილად ვერ გაფრინდება. ადამიანს, რომელსაც კრიტიკული აზრის მოსმენა არ შეუძლია, არამგონია რაიმე სიკეთის მოტანა შეეძლოს საზოგადოებისათვის..
სულ მალე ჩვენი საუბრის აუდიოვერსიას.

იქამდე კი ხმები გავრცელდა, რომ ჭყოიძემ სადღობელაშვილის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

ჩვენ არჩილ ჭყოიძეს დავუკავშირდით.

-თქვენი სტატუსი ვნახეთ, რაღაც დაემთხვა მოარულ ხმებს, რომ თქვენსა და ლადო სადღობელაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციაშიც ყოფილხართ? რა ხდება?

-დიახ, იყო დაპირისპირება, ოღონდ სატელეფონო. მან დამირეკა, მომთხოვა სტატუსის აღება და ბოლოს მუქარასა და გინებაზე გადავიდა, მეც რა თქმა უნდა ანალოგიურად ვუპასუხე. მერე პოლიციაშიც განვაცხადე.

-რა სტატუსზეა საუბარი?

-საკუთარ გვერდზე გავაზიარე მასალა

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=90895

და სტატუსად დავაწერე-„სადღობელაშვილის ნაირებმა დაღუპეს ზუსტად ღარიბაშვილი“.

-მართლა გაქვთ ჩანაწერი?

-აბა ხომ არ მოვიტყუები. სტატუსშიც დავწერე.

-უბრალოდ გასაკვირია, თქვენ, რომელიც საკმაოდ სკანდალებში ეხვევით უბრალოდ წერთ და არ დებთ ჩანაწერს. რატომ უნდა დაგიჯეროთ?

-არანაირი პრობლემა, გადმოგცემთ ჩანაწერს და თუ სხვასაც არ სჯერა, შეგიძლიათ ფაქტით დაიჯეროთ. ახლა ვერ დაგელაპარაკებით, გამომძიებელი მოვიდა. საღამოს კი პროკურატურაში ვარ დაბარებული. თუ კიდევ რამე არ გჯერათ და გეეჭვებათ, მოგვიანებით ვისაუბროდ.

ჭყოიძემ სატელეფონო ჩანაწერი მოგვაწოდა, რომელიც ადასტურებს მასსა და ლადო სადღობელაშვილს შორის საუბარს. ჩვენ მხოლოდ საუბრის დაწყებას გთავაზობთ, სადაც ორივე მმხარის საუბარი ისმის. ბოლო ნაწილს კი არ ვასაჯაროვებთ, რადგან ბოლო ნაწილი სულ გინების შემცველია და არაკორექტულია.

ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ლადო სადღობელაშვილს დავუკავშირდით.

-დიახ, დვურეკე, უბრალოდ მინდოდა ადამიანურად დავლაპარაკებოდი, მაინტერესებდა რა პრეტენზია ჰქონდა ჩემთან, რატომ დაწერა სტატუსი.

-რა სტატუსზეა საუბარი?

-ჩემი განცხადება, რომელიც „ახალი თაობის“ საშუალებით გავრცელდა წაიღო და გაუკეთა კომენტარი-„სადღობელაშვილის ნაირებმა დაღუპეს ზუსტად ღარიბაშვილი“. ეს რომ წავიკითხე დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. არანაირი მუქარა არ ყოფილა, მართლა კაცურად ვაპირებდი შეხვედრას. როცა მან მითხრა, რომ პოლიციაში მიჩივლებდა, ვუთხარი რომ არაკაცი ხართქო და მერე ამ ყველაფერს გინებაც მოჰყვა.

-ადრე თუ გქონია შეხება ჭყოიძესთან?

-არანაირი, რა უნდა მესაქმებოდეს მასთან. ეგ არის პრორუსი, არის პროვოკატორი და ხშირ შემთხვევაში ადრე ასრულებდა ნაცების დაკვეთას, მას აყვირებდნენ და აცხდებინებდნენ რაღაც განცხადებებს. ყველა ჩემს სიტყვაზე, რაც ვუთხარი სატელეფონო საუბრის დროს ვაგებ პასუხს.

-შენც ხომ არ აპირებ მასზე საჩივრის დაწერას? ისმის რომ ისიც გაგინებდა.

-არა, რას ამბობთ. არაფერი მესაქმება მაგ პროვოკატორთან. უბრალოდ, ყველამ იცის, რომ მალე „მარში“ იწყებს აქციებს, აქტიურობას და მისი ეს განცხადება არის ხელისუფლების, სუს-ის და შსს-ს დაკვეთა. კაცი უშიშროებაზე მუშაობს და ეტყობა ახალი დაკვეთა აქვს მიღებული.

Facebook Comments
x

Check Also

“მთავარის” დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ნიკა გვარამია -ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ...