Home » მთავარი » მუქარის შემცველი გზავნილების გამო ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

მუქარის შემცველი გზავნილების გამო ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შვილებზე მუქარის გამო ბრალდებულს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, ის ლონდონში იმყოფებოდა, როცა 2018 წლის 9 ნოემბერს ფეისბუქში მისთვის სრულიად უცნობმა პირმა დაურეკა და  შემდეგ მუქარის შემცველ ტექსტებს უგზავნიდა.

განაჩენის მიხედვით, თეიმურაზ გორჯესტანს ლათინური შრიფტით სწერდა ბრალდებული ქართულ ენაზე. „სიცოცხლე არ გინდათ? შუბლებს დაგიხვრეტთ და ა.შ.

მუქარას მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

მოსამართლეს თეიმურაზ გორჯესტანმა ასევე უთხრა, რომ მუქარის ავტორს არ უპასუხა, თუმცა სოციალურ ქსელში მისი პროფილი შეამოწმა და ნახა, რომ იგი სამხედრო ძალების თანამშრომელია. თეიმურაზმა აღნიშნა ისიც, რომ მუქარის ამსახველი  გზავნილები იმავე დღეს დედას – სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნა.

სასამართლოს ჩვენება მისცა ქეთევან გორჯესტანმაც. მან თქვა, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება იმავე პირისგან თავადაც მიიღო, თუმცა არ შეშინებია.

მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ბრალდებული 2009-2016 წლებში სამხედრო სამსახურში იყო, 2018 წლის 21 მარტს კი უკრაინაში წავიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული უკრაინის მებრძოლთა რიგებშია.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...