Home » მთავარი » „მუშაობს საგამოძიებო სამსახური და დაველოდოთ დასკვნას“

„მუშაობს საგამოძიებო სამსახური და დაველოდოთ დასკვნას“

თბილისის საკრებულოს სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე ამ დრომდე რჩება საგანგებო სიტუაციათა სამსახური.

იმის გასაგებად, თუ რა მდგომარეობაა ამ წუთისთვის საკრებულოს  “ქართული ოცნება –კონსერვატორების”  ფრაქციის  თავმჯდომარეს  დავით  უთმელიძეს  დავუკავშირდით.

-„ხანძრის ძირითადი კერის ლიკვიდირება უკვე მოხდა, მაგრამ ამ დრომდე იმყოფებიან საკრებულოში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები და პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრას ცდილობენ. შემთხვევის შედეგად დამწვარია სხვენის დაახლოებით 30 კვ.მ ფართობი . ადგილზე მუშაობს საგამოძიებო სამსახური, პირველადი შეხედულებით ცეცხლი გაუჩნდა სავინტილაციო სისტემას, დასკვნას საგამოძიებო სამსახური მოკვლევის შემდეგ დადებს. სამუშაო პროცესი ჩაშლილია, შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუშაობს საგამოძიებო სამსახური და დაველოდოთ დასკვნას“

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...