Home » მთავარი » მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, საქართველოში აღასადროს აღარ უნდა განმეორდეს სისხლისღვრა!

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, საქართველოში აღასადროს აღარ უნდა განმეორდეს სისხლისღვრა!

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

„დღეს 8 წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ეს იყო სულ რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ, რუსეთის ოკუპაციის შედეგად, საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს.

პრემიერ–მინისტრის თქმით, ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია და ამ მიმართულებით საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული პოლიტიკა.

   „რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, სახელმწიფო ნაბიჯნაბიჯ ახორციელებს. ჩვენ ქვეყანა უნდა გავხადოთ ყველასთვის მიმზიდველი და საინტერესო. საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობი უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყანის გაერთიანება. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში აღასადროს აღარ განმეორდეს სისხლისღვრა. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას“, – აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“პრემიერო, შეიძლება 20 ივნისს დაგეგმილი „წლისთავის“ ფონზეც შეგწირონ მსხვერპლად…”

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე, სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს. „თუ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსე ...