Home » მთავარი » მშვიდობიანი აქცია მედია პლურალიზმის მოთხოვნით და წერილი პრეზიდენტს

მშვიდობიანი აქცია მედია პლურალიზმის მოთხოვნით და წერილი პრეზიდენტს

 21 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან პოლიტიკური პარტიებისათვის თანაბარი მედია პლურალიზმის უზრუნველყოფის მოთხოვნით  “პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა”  მშვიდობიან აქციას გამართავს და საქართველოს პრეზიდენტს  წერილს გადასცემს.

 

საქართველოს პრეზიდენტს, 
ბატონ : გიორგი მარგველაშვილს

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო…
მოგეხსენებათ მიმდინარე წელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია.
შესაბამისად ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება „პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა“ – აპირებს აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობას და აქტიურად ემზადება საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.

მართალია ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, სულ რაღაც ერთწლიანი ისტორია გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მოვახერხეთ და სულ რაღაც თვენახევარში გარკვეული შედეგიც ვაჩვენეთ – გათვალისწინებით – დროის, ადამიანური, ფინანსური რესურსებისა და საინფორმაციო მხარდამჭერის სიმწირისა ( 25 საარჩევნო სუბიექტს შორის მე – 20 ადგილი დავიკავეთ), რაც ვთვლით, რომ გარკვეული შედეგია და პერსპექტიული პოლიტიკური პოტენციალის მაჩვენებელიც გახლავთ.

ამ ეტაპზე, გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენდა გასაკვირად და სამწუხაროდ მიმდინარეობს ჩვენი პოლიტიკური ძალის იგნორირება მედია საშუალებების მხრიდან.

– გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს მეტწილად იმ ობიექტური მიზეზითაა გამოწვეული, რომ ჩვენ არ გვაქვს საერთო ეროვნული მასშტაბის ცნობადობა და შესაბამისად შესაძლოა,როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი პირი – არც თქვენ ხართ ინფორმირებული ჩვენი აქტივობებისა და მიზნების შესახებ და ჩვენი მომართვის სილისკვეთებაც ამაში მდგომარეობს.

აქედან გამომდინარე – არ გვსურს დავიჯეროთ, რომ მედია მიზანმიმართულად გვაიგნორებს და შეგნებულად არ გვაძლევს საშუალებას, საკუთარი ეთერის საშუალებით წარვსდგეთ და წარმოვჩინდეთ საზოგადოებისა და ამომრჩევლის წინაშე.

– ამ იმედით, მოგმართავთ და გაწვდით ინფორმაციას, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ყველა დანარჩენ მონაწილეებზე ადრე – ა.წ – 19 მაისს – ქ. თბილისის საკრებულოს წინ – მოახდინა რეგიონებსა და თბილისის საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატების, აგრეთვე გამგებლობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა,
– მათ შორის – თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა, ჩვენი პარტიის ლიდერი – ადვოკატი ლაშა სტურუა.

სამწუხაროდ დღემდე -რამოდენიმე საინფორმაციო სააგენტოსა და (ხარისხის არხის, არილი ტვ- სა და ობიექტივის გარდა), ამ საკითხით არცერთი სხვა მედია საშუალება არ დაინტერესებულა, მიუხედავად მათი არაერთგზისი ინფორმირებისა სხვადასხვა მეთოდისა და საშუალების გამოყენებით. (და ეს იმ ფონზე, როდესაც სხვა ნებისმიერი – განსაკუთრებით კი თბილისის მერობის კანდიდატთა თითქმის ნებისმიერი აქტივობა მათი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია) , რაც ასეც უნდა იყოს და ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა იმავე ყურადღებას ვითხოვთ ჩვენი მისამართითაც, ობიექტურობის, ჯანსღი კონკურენციისა და საარჩევნო პლურალიზმის პრინციპების გათვალისწინებით…
(გაცნობებთ, რომ პრაქტიკულად ყველა წამყვანი ტელე – მედია საშუალებას გადაცემული აქვს მსგავსი შინაარსის წერილი ა/წ 10 ივლისს, მაგრამ დღემდე კვლავ არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა მათი მხრიდან)

P.S. გამოვთქვამთ იმედს, რომ თქვენ, როგორც ავტორიტეული სახელმწიფო ინსტიტუცია, ქვეყნის მთავარი არბიტრი, კონსტიტუციური უფლებების გარანტორი და საღად მოაზროვნე, რეალური დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პიროვნება, მოახდენთ აღნიშნულ პრობლემაზე ადექვატურ რეაგირებას და ეს პრობლემა თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება.

კარგად გვესმის, რომ კერძო მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში პირდაპირ ჩარევას ვერ და არ მოახდენთ და ეს არც გახლავთ ჩვენი მიზანი, მაგრამ თქვენის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილება და თუნდაც პოლიტიკური განცხადების გაკეთება, ვფიქრობდ წაადგება საქმეს და ერთგვარი ტონის მიმცემიც აღმოჩნდება ადრესატთათვის.

გვაქვს თქვენი გულისხმიერების იმედი დამზად ვართ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით(ზოგადად მედია – პლურალიზმზე) სასაუბროთ შეგხვდეთ, თუ კი თქვენი ძვირფასი დროიდან გამონახავთ რამდენიმე წუთს.
ვიმედოვნებთ,ამიერიდან ჩვენს შორის შედგება და დაინერგება თანანმშრომლობის ცივილიზებული ტრადიცია, რადგანაც დღეიდან, თქვენ – ცუკვე სრულად ინფორმირებულნი ბრძანდებით ჩვენი არსებობისა და პოლიტიკური მიზნების შესახებ.

გვინდა დაგიდასტუროთ პატივისცემა და გამოვთქვათ სურვილი მომავალი ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...