Home » მთავარი » “მშობელ ერს, ფერეიდნელი ქართველებისგან”

“მშობელ ერს, ფერეიდნელი ქართველებისგან”

გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენას, ხალხურ სიმღერებს და საქართველოს ისტორიას სწავლობენ.

 

გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის უფროსთან ერთად სტუმრებს გაესაუბრა და ფერეიდანში ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა პროექტის შესახებაც ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

პროექტის მონაწილეებმა პრეზიდენტს წმინდა გიორგის გამოსახულებიანი კედლის პანო აჩუქეს, რომელიც სასახლეში დაიკიდება.

ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.

ზვიად ტომარაძე

პროექტის ხელმძღვანელი

-დღეს მესამე პროექტის მონაწილე ფერეიდნელმა ალექსანდრე ქურდოვანიძემ, პრეზიდენტს ბ–ნ გიორგი მარგველაშვილს საკუთარი ხელით თიხისგან შესრულებული წმინდა გიორგის გამოსახულებიანი კედლის პანო აჩუქა, რომელიც სასახლეში დაიკიდება. პანოს აქვს წარწერა: “ეძღვნება მშობელ ერს, ფერეიდნელი ქართველებისგან”.

შეგახსენებთ, რომ პროექტს, რომელსაც უკვე მეორე წელია “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“ ახორციელებს, ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და ხალხური სიმღერების შესწავლას ისახავს მიზნად. ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიებიც ეწყობა.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...