Home » მთავარი » მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდება ყველა ჯგუფს, მიუხედავად მათი შემოსავლის ოდენობის

მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდება ყველა ჯგუფს, მიუხედავად მათი შემოსავლის ოდენობის

F-news

გია ვოლსკი

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მოკლედ:

-ის პირები რომლებსაც აქვთ წელიწადში 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი აღარ იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები.

-რეგულარული ან არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს ეცვლებათ სამედიცინო მომსახურების სერვისები. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს ეძლევათ საშუალება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად ისარგებლონ კერძო სადაზღვევო მომსახურებითაც ანუ დააშენონ კერძო სადაზღვევოს მიერ შეთავაზებული პაკეტი საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტს.

-მიზნობრივ ჯგუფებს – 5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს – საყოველთაო ჯანდაცვით მედიკამენტებით სარგებლობაც შეეძლებათ (!). ამ ჯგუფებს ემატებათ წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებთან, ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით.

-მიზნობრივ ჯგუფებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად. ამ ჯგუფში რაოდენობა 1 700 000-მდეა.

– მშობიარობა და საკეისრო კვეთა დაუფინანსდება ყველა ჯგუფს, მიუხედავად მათი შემოსავლის ოდენობისა.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთადერთი გზა, რაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა…”

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან  დაკავშირებით, გაერთიანებისაკენ მოუწოდებს და ...