Home » ბლოგი » მცხეთა დარჩება ქალაქად… მაგრამ თუ აუქმებდით, დაბადების ადგილს რაღას უცვლიდით მერს?!.

მცხეთა დარჩება ქალაქად… მაგრამ თუ აუქმებდით, დაბადების ადგილს რაღას უცვლიდით მერს?!.

ბლოგი

 დინა მირცხულავა

ჟურნალისტი

-ჯერ იყო და სათითაოდ მიიყვანეს ხალხი საარჩევნო ურნასთან, მერი უნდა აირჩიოთო. საარჩევნო ბროშურებში დაბადების ადგილადაც კი მცხეთა მიუწერეს კანდიდატს. ახლაც არ ვიცი, რას ერჩოდნენ იმ ულამაზეს კუთხეს, სადაც დაიბადა. იცით როგორი ნათესავები ეძებეს და ქექეს წინასაარჩევნოდ ?! იმის პაპა რომ ამის დედის დის დეიდის ტუფლის ქუსლის დამკერებელი იყო ! და მერიც არჩეულ იქნა მეორე ტურში. (პირველივეში ვერ „გაქაჩა“.)

ეს ქალაქიც თქვენია და გინდა დაანგრიეთ და გინდაც მტკვრის პირზე აუშენეთ ბავშვებს სტადიონიო ! ამათაც პირდაპირ გაიგეს და მართლა მტკვრის ნაპირზე წამოჭიმეს მოედანი ! არ გჯერათ ? ნახეთ არმაზის მინი ფეხბურთის სტადიონი.

სხვა თემაა,ასეთი მერია სჭირდება თუ არა ქალაქს… ახლა ეუბნებიან, თქვენ კი არ გადაწყვეტთ, მერი გინდათ თუ არაო ?! სულაც ვაუქმებთო ! აი, ეგეთი ხოში გვაქვს და იმიტომო ! იცით, რაშია საქმე ?! ეგ თქვენი გაფშეკილი ხელები ვერ გადაწყვეტს მცხეთის სტატუსს, ფეხებიც რომ აწიოთ, მაინც ! მცხეთა დარჩება ქალაქად… მაგრამ ამდენ უმუშევარ ადამიანს სად უპირებთ ჩაკვეხებას, თქვე უღმერთოებო ?!

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...