Home » მთავარი » მცხეთის სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა

მცხეთის სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა

მცხეთის სასამართლოში დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მცხეთის მე-12 და 41- უბანზე დაწერილი საჩივრების განხილვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა უბნების გახსნის და ხმების ხელახალი გადათვლის თაობაზე.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი. მისი თქმით მოსამართლე კობა გოცირიძემ „მწვანე დედამიწის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ნატო

-„სამწუხაროდ სასამართლოს და ცესკო-ს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აზრი არ აქვს სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან ეს გავლენას არ იქონიებს შედეგებზე. ასეთი მიდგომა არასწორია, ჩვენ გვინდა კანონიერების აღდგენა დრაც დანაშაულია იმისი გამოაშკარავება. არასწორად შედგენილი ოქმები, უხეში დარღვევები უბნებზე-აი, ეს არის მთავარი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სამართლიანობის განცდა, შედეგზე გავლენა აქ არაფერ შუაშია.

ჩემი ინფორმაციით, „მწვანე დედამიწა“ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ სააპელაციოს მიმართავს და აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისთვის“-გვითხრა ნატალია ხოხიაშვილმა.

14915311_314471312269652_1647407802184172526_n

არსებულ დარღვევებზე მასალა იხ. ლინკზე

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97/

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...