Home » მედიცინა » “მძიმე პაციენტებიდან სამი უკეთესადაა, 4 გამოჯანმრთელებული კი დღეს გაეწერება”

“მძიმე პაციენტებიდან სამი უკეთესადაა, 4 გამოჯანმრთელებული კი დღეს გაეწერება”

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში  ახალი დაინფიცირებული პაციენტი არ მოუთავსებიათ და ამჟამად “კოვიდ 19″ ვირუსზე 81  პაციენტი მკურნალობს.  აღნიშნული განცხადება ამავე კლინიკის დირექტორმა გააკეთა. ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში მწოლიარე  8 პაციენტიდან სამის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რამდენიმე დღეში რეანიმაციიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავლენ, 5-ის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან. დანარჩენი დაინფიცირებულის მდგომარეობა კი სტაბილურად ფასდება.

„დადებითი ისაა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ჰემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის დამატებითი ჩარევა არ სჭირდებათ, ე.ი. შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია”, – აცხადებს რატიანი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, კიდევ 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას.

 

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...