ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე დღეს პროკურატურამ საბოლოო დასკვნა დადო და განაცხადა, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ამით გამოძიება შეწყდა. აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი და განაცხადა, რომ მას კიწმარიშვილთან ურთიერთობის შესახებ ყველაფერი გაცხადებულად აქვს ნათქვამი და საკითხი ამოწურულია.
„გამოძიება დასრულებულია და დაადგინეს, რომ ეს არის თვითმკვლელობა, მწუხარებას გამოვთქვამ და სამძიმარს გამოვუცხადებ ოჯახს, სხვა არაფერი სათქმელი არ მექნება, რაც საჭირო იყო საჯაროდ გაცხადებული მაქვს ამასთან დაკავშირებით და ყველაფერი ამოწურულია“ – განაცხადა ივანიშვილმა.