Home » მთავარი » “მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო დავტოვოთ სახლები!”

“მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის გამო დავტოვოთ სახლები!”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერი მოსახლეობას კვლავ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ყველა ის შეზღუდვა თუ აკრძალვა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად ავირიდონ კორონავირუსის გავრცელება და  დაცული იყოს  თითოეული ადამიანის სიცოცხლე.

“ეს გადაწყვეტილებები ემსახურება იმას, რომ ცხოვრება ყოველდღიურ რიტმს სწრაფად დაუბრუნდეს. კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები, დავრჩეთ სახლში და ამით დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება!” – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...