Home » მთავარი » მჯერა, რომ 1 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლო დეპოლიტიზებული გახდება!

მჯერა, რომ 1 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლო დეპოლიტიზებული გახდება!

გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არის ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე.

-“ვისურვებდი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როდესაც ასეთ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, მივიდეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან. რაკი იცლის არასამთავრობოებთან და სხვა პირებთან შესახვედრად, პირველ რიგში უნდა მოიცალოს იმისთვის, რომ თუ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიმართოს პროკურატურას.

პაპუაშვილისთვის საგამოძიებო ორგანოების კარი არის ღია… ერთ-ერთ გამოწვევად მე სასამართლოს თავმჯდომარის მანდატსაც ვაფასებ, რომელიც დასრულების პროცესშია. მაქვს ვარაუდი, რომ თავმჯდომარე მანდატის დასრულებამდე ცდილობს, თავი დაგვამახსოვროს. ეს მოსამართლეებისთვის გამოწვევაა.

მე მჯერა, რომ პირველი ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლო დეპოლიტიზებული გახდება“-განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

კამელინის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია მალიგნიზაციის თავიდან აცილება

პრეპარატი კამელინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან სხვა გვერდით მოვლენა. პრეპარატი ...