Home » ეკონომიკა » ნაზარბაევმა მოახერხა და მოსახლეობამ არ იზარალა

ნაზარბაევმა მოახერხა და მოსახლეობამ არ იზარალა

მართალია ეს ყველაფერი 2015 წელს მოხდა,მაგრამ მაშინაც საქართველოში ლარის კურსის პრობლემა იდგა, თუმცა არა მხოლოდ საქართველოში. მაგრამ თუ ნაზარბაევმა მოახერხა და მონახა გზა, რატომ ჩვენ ვერ ვნახეთ „ეს გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს?“

ერთი წლის წინ ეს სტატია postalioni.com-ზე გამოქვეყნდა. ცუდი არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ რა მოხდა ყაზახეთში…

სანამ ყაზახეთში ეროვნული ვალუტის დევალვაცია მოხდებოდა, ნაზარბაევმა ყველა საყოფაცხოვრებო დეპოზიტი დოლარში გადაიყვანა, რათა მოსახლეობას არ ეზარალა, ეროვნულ ვალუტაში არაფერი დაეკარგა და მთავრობა არ გაელანძღა. მან ეროვნულ ბანკს მთავრობის მხარდაჭერა დაავალა, მთავრობის წევრებს კი კომპენსირების მექანიზმის შემუშავება.

ეროვნული კურსის ცვალებადობით გამოწვეულ მოსახლეობის დანაკარგის ანაზღაურებას ვავალებ ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ უნდა დაინერგოს ფიზიკური პირების კომპენსაციის მექანიზმი, რომელიც იყო გახსნილი ეროვნულ ვალუტატენგეში 18 აგვისტოს მდგომარეობით, მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ კურსის ცვალებადობით გამოწვეული დანაკარგი ძველი კურსით. ასე არ დაზარალდება დეპოზიტების მქონე ჩვენი მოსახლეობის 86%. ვფიქრობ, მათში დიდი რაოდენობით არიან პენსიონრები. ამ ყველაფერზე მოუწევს მთავრობას თანხის დახარჯვა, ეროვნულმა ბანკმა კი უნდა გამონახოს ყველანაირი საშუალება და მთავრობას მხარი დაუჭიროს-განაცხადა ნაზარბაევმა.

ნაზარბაევის ქმედებების შეფასება უკვე დაიწყეს საზოგადოების ფართო ფენებში. ერთ-ერთი ბლოგერი წერს: –ხომ შეიძლებოდა, რომ მოსახლეობას ყველაფერი დაეკარგა? მაგრამ ეს ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან და არა მტერი, ერთი ოჯახი ვართ, ერთი სახელმწიფოყაზახეთი. ამიტომ, ხალხს რომ არაფერი დაეკარგა, დევალვაციის წინ ყველა დეპოზიტი დოლარში გადაგვიყვანეს. სხვანაირად, რომელიმე ბებიას რომ ენერვიულა, ხომ არ იქნებოდა კარგი? ეს ხომ მტრის ბებია არ არის, ეს ჩვენი ბებიაა, მან ხმა მისცა მთავრობას და ნაზარბაევი მის წინაშე ვალდებულია.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...