Home » მთავარი » ნათელაშვილი ივანიშვილს დებატებში იწვევს – “ხალხმა განსაჯოს…”

ნათელაშვილი ივანიშვილს დებატებში იწვევს – “ხალხმა განსაჯოს…”

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს. 
-„რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილმა სამარცხვინო უწოდა იმ ხალხს, ვინც მხარს უჭერს „ლეიბორისტულ პარტიას“, მე არ მინდა, მას დავემსგავსო შეფასებებში, მაგრამ მისი მმართველობა უკვე შესულია ისტორიაში შავ და სამარცხვინო ლაქად.

პირს უკან საუბარს, ლანძღვა-გინებას, კამერების უკან დამალვას, კულისებში ფარულად მოქმედებას, ბინძური, ცილისმწამებლური გაზეთების ბეჭდვას ჩვენს წინააღმდეგ, ამაში მილიონების ხარჯვას, სჯობს, დღეს, საღამოს 10 საათზე, მოვიდეს „რუსთავი 2“-ის ეთერში და პირდაპირ დამელაპარაკოს თავის პრეტენზიებზე, მე ვეტყვი ჩვენს პრეტენზიებს და ხალხმა განსაჯოს ვინ მართალია და ვინ მტყუანი“ – განაცხადა პირველმა ლეიბორისტმა.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...