Home » ეკონომიკა » ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე როგორც ეს იყო პანდემიამდე 2019 წელს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს შეუძლებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერჯერობით პანდემია არაა დამარცხებული. თუ პანდემია მსოფლიოს ძირითად ნაწილში მაინც არ დამარცხდა, ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის აღდგენა იქნება შეუძლებელი. მანამდე კი იქნება პერმანენტული ბრძოლა, ხან დავაწესებთ წერტილოვან შეზღუდვებს და ხან შევამსუბუქებთ“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ინფიცირების სტატისტიკა იძლევა საფუძველს რომ ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად დაიწყოს.

„პირველი და მნიშვნელოვანი დავიწყეთ ვაჭრობით. ამას აქვს რამდენიმე ახსნა. არასასურსათო ვაჭრობა არის პირველადი საჭიროების მატარებელი. ესაა ბიზნესი, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან აუცილებელია. რა თქმა უნდა სასურსათო ვაჭრობა არ შეგვიზღუდავს, მაგრამ არასასურსათო ვაჭრობაც არ შეგვიძლია დიდი ხნით იყოს შეზღუდული. მეორე მიზეზია ის, რომ წინა საახალწლო პერიოდში დავრწმუნდით რომ ვაჭრობის ინდუსტრიას შეუძლია შეასრულოს ის მოთხოვნები და პროტოკოლები, რასაც უწესებენ შრომის ინსპექცია, ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენი ეპიდემიოლოგები და აქედან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნა მოხდება არასასურსათო ვაჭრობაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 15 თებერვლიდან გაიხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თურნავამ.

x

Check Also

ნათია თურნავა: 2021 წელს ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერი იქნება

„2021 წელი იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი – 2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3 ...