Home » მთავარი » ნამდვილად არ შემრცხვება რომ გავიარო ,,სირცხვილის კორიდორი”

ნამდვილად არ შემრცხვება რომ გავიარო ,,სირცხვილის კორიდორი”

მარიამ ახალკაცი

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის მიერ მოწყობილ “სირცხვილის კორიდიროში” გავლის არ შერცხვება. მისი თქმით, ამ კორიდორებს ნაციონალური მოძრაობა აწყობს.

“სირცხვილის კორიდორი სად არის ახლა, რა ვიცი. ნაციონალური მოძრაობა რომ კორიდორს აწყობს, სირცხვილი თვითონ ეგ არის და იქ ნამდვილად არ შემრცხვება, რომ გავიარო”, — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია “სირცხვილის კორიდორები” დაიწყო. პროტესტის მონაწილეები პლაკატებითა და სასტვენებით დგანან აქტივისტები, რომლებიც აპირებენ პარლამენტში შესულ დეპუტატებს დახვდნენ და ამ ფორმით დისკომფორტი უქმნიან.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments