Home » მთავარი » „ნამდვილად ფარცხალაძე იყო, ყველა ერთდ მირტყამდა“-ლაშა თორდია ჰოსპიტალიზირებულია

„ნამდვილად ფარცხალაძე იყო, ყველა ერთდ მირტყამდა“-ლაშა თორდია ჰოსპიტალიზირებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ. რუსთავი2-ის ინფორმაციით, ლაშა თორდია ჰოსპიტალიზირებულია, მას ტვინის შერყევა აქვს.

შემთხვევა გუშინ თბილსში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში მოხდა. ამის შესახებ რუსთავი2-ს თავად ლაშა თორდიამ განუცხადა.

მისი თქმით, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.

„ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთდ მირტყამდა“- განუცხადა თორდიამ რუსთავი2-ს.

რუსთავი2-ის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება განხორციელებული თავდასხმა სახელმწიფო აუდიტში ლაშა თორდიას საქმიანობას, თორდიამ დაადასტურა, რომ ეს ასეა. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმაზე 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

დღეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე იმსჯელებენ

დღეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე  იმსჯელებენ. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. დღევანდელი ...