Home » კულტურა » ნანა მჭედლიძე-საოცარი იუმორის და დიდი სიყვარულის ქალბატონი (ვიდეო)

ნანა მჭედლიძე-საოცარი იუმორის და დიდი სიყვარულის ქალბატონი (ვიდეო)

ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე დღეს 91 წლის გახდებოდა.  

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს  და სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს.

არის რეჟისორი ფილმებისა: “მოდის მატარებელი”, “აეროპორტი”, “გზაში”(1964), “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება”(1967), “დიდედები და შვილიშვილები”(1969), “პირველი მერცხალი”(1975), “ნამდვილი თბილისელი”, “იმერული ესკიზები”(1979), “უკვდავების თეთრი ვარდი”(1985). არის ავტორი წიგნისა “მხიარული მოთხრობები”.

მის მიერ შესრულებული როლები გულით შეიყვარა მაყურებელმა.

გარდა რეჟისორობისა და მსახიობობისა, ნანა მჭედლიძე საკმაოდ კარგად წერდა. მისი მოთხრობები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. იგი არის მის მიერ გადაღებული რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორიც. 1981 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა კრებული მისი მოთხრობებისა: „მხიარული მოთხრობები“.  2016 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კიდევ ორი წიგნი: „იმერული ესკიზები“ და „შემოქმედებითი დავიდარაბა“.

ნანა მჭედლიძე 2016 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...