Home » მთავარი » ნარგიზ ტაბატაძე: გავერთიანდეთ და არ დავუშვათ პატრიარქის შეურაცხყოფა!

ნარგიზ ტაბატაძე: გავერთიანდეთ და არ დავუშვათ პატრიარქის შეურაცხყოფა!

ქვემო ქართლის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, მრავალშვილიანი დედა ნარგიზ ტაბატაძე საზოგადოებას მიმართავს და ყველას პატრიარქის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

-„ის, რომ კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მიმართ შეურაცმყოფელი განცხადებები კეთდება, არის დაუშვებელი! პატრიარქი, ის ადამიანია, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში უზარმაზარი ავტორიტეტი გააჩნია. ადამიანები, ვინც საქართველოს პატრიარქს შეურაცხყოფენ, შეურაცხყოფენ ქართველ ხალხს. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას , რომ ადამიანს ლანძღავდე…ლანძღვა-გინება ადამიანის უფლებების დარღვევაა და არა სიტყვის თავისუფლება…ხმა უნდა ავიმაღლოთ, ამ საკითხის ირგვლივ მაინც გავერთიანდეთ და არ დავუშვათ ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფა!

ჩვენი ემიგრანტები დღედაღამ ლოცულობენ ილია მეორის დიდხანს სიცოცხლისათვის…ვისაც ეს არ მოწონს, ეს მისი პრობლემააა, მაგრამ ქართველი ერი არ დაუშვებს მის ლანძღვას… მგონი დადგა დრო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ ამას წერტილი… დიახ, ჩვენ უნდა დავიცვათ მისი ღირსება,  რამეთუ  უნეტარესი  თითოეული ქართველის სულის სიწმინდეს იცავს.

მე, როგორც ქართველ ქალს, დედას, დას, ბებიას , ძალიან მტკივა გული, უფრო მეტად კი სული, როცა ჩვენი რელიგიის მამათავარს, ჩვენს უნეტარესსა უწმინდესს ხშირად აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას … ის ამას ნამდვილად არ იმსახურებს… ასე რომ გახშირდა ესეთი ქმედებები, ჩვენი ბრალია, რადგან როგორც საჭიროა ხმას ისე არ ვიმაღლებთ!, არ გავერთიანებულვართ, ქუდზე კაცი არ გამოვსულვართ მისი და ფაქტიურად საქართველოს ღირსების დასაცავად, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს გვმქრთებს გაერთიანება და ყველას გასაგონად თქმა-არ დავუშვათ ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფა!”

ESSSSSSSSSS

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გედევან ფოფხაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ...