Home » მთავარი » ნარმანიამ თავისი ძმის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას უპასუხა

ნარმანიამ თავისი ძმის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას უპასუხა

დავით ნარმანიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს თავისი ძმის, ირაკლი ნარმანიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებაზეც უპასუხა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ტყუილების გამოგონებითა და იაფფასიანი პოპულიზმით  აქტიურად არიან დაკავებულები.

„საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა თქვენი მხრიდან მერიისა და პირადად ჩემი მისამართით გაჟღერებული გადაუმოწმებელი და ცრუ ბრალდებები. თქვენ ის ადამიანები ბრძანდებით, რომლებიც ცოტა ხნის წინ  ამაყად და ურცხვად  საუბრობდით ვინმე ირაკლი ნარმანიას შესახებ, თითქოსდა, იგი ჩემი ძმა იყო და ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს ლობირებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თქვენ საუბრობდით სულ სხვა ირაკლი ნარმანიაზე და ახლა ეს ადამიანი ბოდიშის მოხდას ითხოვს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერმა აქვე ოპოზიციას მიმართა:

,,მე კარგად მესმის, რომ ტყუილს და სიცრუეს ამოფარება საკუთარი უნიათობის გადასაფარად კარგად ნაცადი, მარტივი ხერხია. კარგად მესმის ისიც, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების სროლაძალიან იოლია. თქვენთვის ტრიბუნა და ღია სივრცე აქ, ამ ისტორიულ შენობაში არავის დაუთმია იმისათვის, რომ ისაუბროთ ძალიან ცოტა სიმართლე და ბევრი ტყუილი უთხრათ საზოგადოებას. თქვენ ხართ აქ იმისთვის, რომ იყოთ საზოგადოების ინტერესების გამტარებელი და რეალურად იფიქროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქალაქს, აკეთოთ საქმე! თბილისს არ უყვარს მატყუარა ადამიანები და ჩვენმა თანამოქალაქეებმა დიდი ხნის წინ უთხრეს უარი სიცრუესა და ტყუილს! ფსევდო-კეთილმოსურნეები ჩვენს ქალაქს ვერც რაიმეს შემატებენ და ვერც რაიმეს დააკლებენ, ასე რომ, გირჩევთ, მოეშვათ ამ უსარგებლო შრომას და დაკავდეთ რეალური საქმით,“ – განაცხადა თბილისის მერმა საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას.

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...