Home » მთავარი » ნარმანია ბოდიშს იხდის – ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო

ნარმანია ბოდიშს იხდის – ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო

თბილისის მერი, დავით ნარმანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს, 24 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს უხდის.

მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს.

ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა.
მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში, თბილისის მერის ოფიციალირ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...