Home » მთავარი » ნარმანია: შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო…

ნარმანია: შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო…

ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც 2017 წელს უნდა გაიმართოს, ჩავერთვები, როგორც დედაქალაქის მერი, – განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემა 2030-ში.

„რაც შეეხება იმას, ვიბრძოლებ თუ არა მეორე ვადით თბილისის მერობისთვის, ეს პოლიტიკური კონსენსუსის საგანია და მე დავემორჩილები გადაწყვეტილებას, რომელიც გუნდურად იქნება მიღებული“, – განაცხადა ნარმანიამ.

როგორც მან აღნიშნა, თუ გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით იბრძოლოს.

„თუ გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. წინ ჯერ კიდევ ბევრი ამოცანაა გადასაჭრელი. მომავალი წლის არსენალში ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა გვაქვს განსახორციელებელი და ამაზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე – მეორე ვადაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...