Home » მთავარი » ნარმანია, წადი!-პარტიზანმა მებაღემ მერიასთან შიმშილობა დაიწყო

ნარმანია, წადი!-პარტიზანმა მებაღემ მერიასთან შიმშილობა დაიწყო

   პარტიზანმა მებაღეებმა  თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვენ. ყაზბეგის გამზირზე 25-მდე ხის გაჩეხვის გამო, ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, ნატა ფერაძემ, ადგილზე შიმშილობაც დაიწყო.

Снимок

აქციას შეუერთდა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი. მან გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომა და იმ ექსპერტის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა, რომელმაც ხეების მოჭრის შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

რამდენიმე ორგანიზაცია საკითხზე კანონპროექტის მომზადებასაც გეგმავს.

მერიის წინააღმდეგ აქცია გაიმართა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში.  სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

მათი ინფორმაციით, მერიამ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის უფლება უკანონოდ გასცა და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კორპუსის აშენება პარკის ტერიტორიაზე იგეგმება. მერიაში კი განმარტავენ, რომ მშენებლობა არ შეჩერდება.

აქციას მხარდაჭერას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უცხადებენ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...