Home » მთავარი » “ნარჩემაშვილი რომ ბარიგობაზე ილაპარაკებს?!- გახსოვს?! ჩვენ გვახსოვს!!!”

“ნარჩემაშვილი რომ ბარიგობაზე ილაპარაკებს?!- გახსოვს?! ჩვენ გვახსოვს!!!”

პარტიოტთა ალიანსი-ს წევრი ლადო სადღობელაშვილი კობა ნარჩემაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც  ნარჩემაშვილი ნარკომომხმარებლების დასჯას ითხოვს, რადგან მისივე თქმით, არ არსებობენ მხოლოდ მომხმარებლები, ისინი უმეტეს შემთხვევაში გამსაღებლებიც არიან.

-„ნარჩემაშვილის კომენტარი მოისმინეთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით?! – მისი მოსმენის შემდეგ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ საქართველო ევროპისკენ არ მიისწრაფის! არადა განათლებული კაცია!!!  გთავაზობთ ამონარიდს მისი განცხადებიდან

პრაქტიკულად არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი. ნარკოტიკების მომხმარებელი იმავდროულად, როგორც წესი, არის ხოლმე მისი ხშირ შემთხვევაში გამსაღებელი, რაც არ გულისხმობს, მარტო გაყიდვას, გადაცემასაც გულისხმობს, არის ხოლმე გადამზიდავი. ასე რომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, უმრავლეს შემთხვევაში, უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მომხმარებელი. მსუბუქი ნარკოტიკი პრაქტიკულად არ არსებობს,“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილი რომ ბარიგობაზე ილაპარაკებს?! – უკაცრავად და ვისი მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი ცნობილ ნარკო კარტელებს საქართველოზე?! – უკაცრავად და თქვენი პოლიციელები არ იყვნენ ისინი ვინც ცნობილები იყვნენ წამლის ჩადებაში? – უკაცრავად და თქვენთვის უცნობია ის ფაქტი რომ ყველაზე ბობოლა ბარიგები პოლიციელები იყვნენ თქვენი მინისტრობის დროს? – მომხმარებლის ძმაკაციც ბარიგა გამოდის თქვენი ბრტყელი ლოგიკით!!! – და ბოლოს ყველანი ციხეში თქვა სააკაშვილმა და დღეს აღარაა საქართველოს მოქალაქე!!!

ჩვენ თუ მოგვწონს საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ჰოლანდია და ასე შემდეგ – იცოდეთ, რომ პლანის მოწევის გამო იქ ხალხი ციხეში არ ლპება!!! – ისე ბატონ ნარჩემაშვილს მინდა შევახსენო რომ ნაკლებად მსუბუქ ნარკოტიკად ყავაც მოიაზრება!!!

P.S საერთოდ როგორ იყო, ჯიგარო, ყაყაჩოს თესლის გაყიდვა რომ დაუშვი შენი მინისტრობის დროს?! გახსოვს?! ჩვენ გვახსოვს!!!

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...