Home » მთავარი » პაოლო ალიმ ირაკლი სესიაშვილს მადლობის წერილი გამოუგზავნა

პაოლო ალიმ ირაკლი სესიაშვილს მადლობის წერილი გამოუგზავნა

2017 წლის 26-29 მაისს, თბილისმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს დედაქალაქში პირველად ჩატარდა და მისი გამართვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს ნატოს არაწევრი მეხუთე ქვეყანაა, სადაც საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართა და წინა ოთხი ქვეყანა, დღეისათვის ნატოს სრულფასოვან წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და გატარებული სამუშაოების წარმატებით მომზადებისთვის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი სესიაშვილს მადლობის წერილი გამოუგზავნა.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მადლობას უხდი საქართველოს პარლამენტს თქვენს ლამაზ დედაქალაქში ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მასპინძლობისათვის. საქართველოში ასამბლეის სესია პირველად ჩატარდა, რაც დიდი წარმატებაა, ამასთან მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის და გულითადი მასპინძლობისათვის.

როგორც სესიის მიმდინარეობისას აღვნიშნე, ღონისძიების თბილისში გამართვა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ სესიის ყველა მონაწილემ საქართველო რთული გეოპოლიტიკური გარემოს უკეთესი ცოდნით და საქართველოს მიერ საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებული მნიშვნელოვანი წვლილის უკეთესი აღქმით დატოვა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა ასამბლეის სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში.

შთამბეჭდავი იყო ასამბლეის შეხვედრების მასპინძლობისათვის გატარებული მოსამზადებელი სამუშაოები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს პარლამენტის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს აპარატების შესანიშნავი ურთიერთთანამშრომლობა. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი გულწრფელი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაუღალავად შრომობდა და სესიების წარმატებით ჩატარებას უზრუნველყოფდა

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...