Home » მთავარი » “„ნაციონალური მოძრაობა” უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან“

“„ნაციონალური მოძრაობა” უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან“

„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც 2013 წელს დარეგისტრირდა, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მოხდა დარღვევა. „ნაციონალური მოძრაობა უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან“, – ამის შესახებ ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ცირა ჯავახიშვილი მიხეილ ამისულაშვილის ინტერესებს იცავს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერზე გაკეთებული წარწერის „მკვლელებო“ გამო საქალაქო სასამართლომ 4500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ადვოკატი პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს.
“ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს არ ჰქონდა სარჩელის შეტანის უფლება, რადგან, როდესც მოხდა მისი დარეგისტრირება, უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული თავმჯდომარის გარდა, მეორე პასუხისმგებელი პირიც რეესტრში, თუმცა ეს ადგილი საჯარო რეესტრში ცარიელია, ალბათ მიხეილ სააკაშვილისთვის ინახავდნენ.
ამასთანავე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გადაწყვეტილება დაუსწრებლად გამოიტანეს, როცა ის საავადმყოფოში იწვა და ფორმა 100-იც კი წარვადგინეთ სასამართლოზე“, -განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილი იუსტიციის სამინისტროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციიდან მოხსნის თხოვნით მიმართავს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ნატოს წევრობის გარდა საქართველოს სხვა უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრემიერ-მინისტრის მიერ ნატოსთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება ...