Home » საზოგადოება » „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აცხადებს, რომ დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრას არ ნანობს და ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აცხადებს, რომ დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრას არ ნანობს და ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება

გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, სადაც მოღალატე შევა პარლამენტში და ხალხის ხმას მოიპარავს. ყველას იგივე მოუწევს. მე არ ვნანობ ჩემს საქციელს, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ირაკლი ფანგანი, რომელმაც 23 იანვარს, ბათუმში გამართულ აქციაზე ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

„დიდი ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ როცა ჩავლეიშვილი გადის-გამოდის და ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და დავამხე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ამ ეტაპზე, გამომიშვეს. ხვალ იქნება ჩემი სასამართლო. ჯერ არაფერია დამთავრებული და ხვალ გავიგებთ დანარჩენს”- განაცხადა ირაკლი ფანგანმა.

„ალტერნატივას“ წევრი ირაკლი ფანგანი აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Facebook Comments
x

Check Also

ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე, შვიდ რუს მაღალჩინოსანსა და 14 იურიდიულ პირს აშშ-მა სანქციები დაუწესა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შვიდ რუს მაღალჩინოსანსა და 14 იურიდიულ ...