Home » მთავარი » „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს ბრალი წაუყენეს

„ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს ბრალი წაუყენეს

დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს ბრალი წაუყენეს.

„შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა), ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მისცეს“ – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მერი შენგელაიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...