Home » მთავარი » ”ნაცმოძრაობამ” კიდევ ერთხელ გაშიფრა საკუთარი თავი! შეიარაღებულნი იყვნენ ქვებით, ჯოხებით..”

”ნაცმოძრაობამ” კიდევ ერთხელ გაშიფრა საკუთარი თავი! შეიარაღებულნი იყვნენ ქვებით, ჯოხებით..”

“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი განცხადებას ავრცელებს:

-“ტელეკომპანია ”იბერიაზე” გამოსვლის დროს ”ნაცმოძრაობამ” კიდევ ერთხელ გაშიფრა საკუთარი თავი!!! ღია ეთერის მიმდინარეობის დროს ხსენებული ”პარტიის” ლიდერებმა სტუდიის წინ შეკრიბა აგრესიულად განწყობილი ზონდერ ბრიგადა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ქვებით, ჯოხებით და მეგაფონით მოითხოვდნენ ჩემს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას! რადგანაც ”მემარცხენე ალიანსი” პრექტიკულად მათი ერთადერთი მამხილებელი ძალაა! ამაში მე საკვირველს ვერაფერს ვერ ვხედავ, ეს მათი ”პოლიტიკური” მეთოდია, რასაც წლების მანძილზე მივეჩვიე კიდეც და არაერთგზის გამოვცადე საკუთარ თავზე. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, რადგან დებატებში ვიყავი ჩართული.

ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა დღევანდელი საღამო, პარტიის თავმჯდომარეს, ცნობილ პოლიტიკოსს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, კახა ძაგანიას მისთვის დამახასიათებელი ალღო რომ არ გამოეჩინა,ოპერატიულად არ ემოქმედა და 10-12 წუთში ”მემარცხენე ალიანსის” მთავარი ”დამრტყმელი ძალა” არ შეეკრიბა ზემოხსენებულ ტელეკომპანიასთან!!!

ვიცი მიწყენენ ჩემი თანამებრძოლები მადლობისთვის მაგრამ არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო მათი თანადგომის გამო!!! როგორც კი გააცნობიერეს რომ აგრესიული ზონერების მხრიდან საფრთხე რეალური იყო მყისიერად იქ გაჩნდნენ!!!

მადლობა უღალატო და ერთგულ პაატა ჯიბლაძეს, არჩილ ბენიძეს, კოკა გუგუშვილს, დათო ვერძეულს, უერთგულეს ადამიანს გიორგის-”პამიდორას” და ყველა თანამებრძოლს…..მათი გამოჩენის შემდეგ ლაჩარი ”ნაცბანდა” შეშინებული თაგვებივით გაიძურწნენ….

ხვალ 11 საათზე ”იბერიის” ეთერში დაინტერესებული პირები ამ მოვლენებს ტელევიზიით იხილავთ!

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...