Home » კულტურა » „ნახეთ რა საოცრებაა, ვინც არ იცოდით…თურმე როგორი ყოფილა სინამდვილეში ფიროსმანი!“

„ნახეთ რა საოცრებაა, ვინც არ იცოდით…თურმე როგორი ყოფილა სინამდვილეში ფიროსმანი!“

მხატვარი და კინორეჟისორი ანატონ ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

-„ნახეთ რა საოცრებაა, ვინც არ იცოდით რათქმაუნდა… ფიროსმანი. რა საოცარი სახე ჰქონია! გაქრა ყველანაირი შეუსაბამობა (რაც არსებობდა პირადად ჩემთვის) მის გვიანდელ პორტრეტსა და ნამუშევრებს შორის, თურმე როგორი ყოფილა… 🙂 დიდი მადლობა ქალბატონს, ვინც დადო!“

ფოტო თავისი მინაწერით კი ფეისბუქზე მაია ავლოხაშვილმა გაავრცელა. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს:

-„ფიროსმანის კადრები 1911 წელს გადაღებული კინონარკვევიდან “დ.სარაჯიშვილის დაკრძალვა”.

P.S. 1912-შია აკაკის მოგზაურობა.
—————————————————
ნამდვილად არ მეგონა ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერა ფიროსმანის ფოტოს გამო მე თუ მომიწევდა 🙂 მაგრამ სხვა გზა არ მაქვს 🙂
“შოთა ლომსაძე-სამცხე-ჯავახეთის მემატიანე”-რედაქტორები მარიამ ლორთქიფანიძე და მწერალი ჯუმბერ თითმერია. რეცენზენტი: პროფესორი გაიოზ ჯავახიშვილი. შემდგენელი ლეილა ბურჯანაძე მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენ.დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს, სწავლულ მდივანს მიხეილ წერეთელს დ.აჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმის დირექტორს ზურაბ თვალჭრელიძეს.”
“კრებულზე მუშაობისას მხარში მედგა მთელი (ისტორიის) განყოფილება, განსაკუთრებით ჩემი მეგობარი კოლეგები, მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები” წერს შემდგენელი ( შემდეგ ჩამოთვლილია გვარები).

თუ ამდენმა პროფესიონალმა ყველამ ერთად ხელი მოაწერა სიყალბეს და ასე უპასუხისმგებლოდ გავიდა ეს მასალა (სხვა დანარჩენთან ერთად. ჟურნალი 299გვერდიანია. 2006წ. გამომცემლობა “საარი”)
მაშინ მეც, როგორც მკითხველი ისეთივე მსხვერპლი ვარ, როგორც ყველა დანარჩენი. 🙂ასევე,უნდა ჩავთვალოთ, რომ ლადო გუდიაშვილიც შეცდა: “ამჯერად მხოლოდ ფიროსმანზე შევჩერდებით. დღემდე არსებობდა ამ დიდი მხატვრის ერთადერთი ცუდად გადაღებული ფოტოსურათი, რომელიც 1916 წელს დაიბეჭდა გაზეთ “სახალხო საქმის” სურათებიან დამატებაში. მიმდინარე წელს კი ოქტომბერში გამოქვეყნდა ჯგუფიდან ამოღებული მისი სხვა სურათი. ახლა კი უკვე ეკრანზე ვნახეთ. დ.სარაჯიშვილის გასვენებაზე მისულა ჩვენი ფიროსმანი, “ხალხში გარეულა”, გარეულა და მაინც თავისთვის ტრიალებს. “საწყალი ნიკალა”, “უბედური მხატვარი” თითქოს გაიძახიან აქეთ-იქიდან. ფიროსმანი კი თბილისის ქუჩებში როგორც მუშამბაში , ისეა გახვეული და ამ მითქმა-მოთქმის არა ესმის რა. ხალხში დგას და საკუთარ ოცნებებში დაკარგულა. ამბობენ-დაკარგვა ნიკალას ბედი იყოო. (…) და აჰა, მქადაგებელი ეკრანზეა, მაგრამ სიხარული ნაადრევია-ხომ არ ვცდებით? საჭიროა შემოწმება, ვინ იცნობდა ფიროსმანს პირადად?ლადო გუდიაშვილი ხელახლა ხედავს თავის ძველ მეგობარს და თვალები ცრემლებით ევსება. -ის არის, ის…მხოლოდ აქ უფრო მხნე და ვაჟკაცური, ჯერ კიდევ გაუტეხელი, ფიროსმანი მაშინ სადგურის მახლობლად მუშაობდა ღვინის სარდაფში. ახლა მე მას მესამედ შევხვდი,-ამბობს ლადო.”
წერილის სათაურია: “ფიროსმანის სახე. 1911 წელს გადაღებული კინონარკვევი მოგვითხრობს.” 
ხოლო ფოტოებს აწერია: “ამ კადრებმა შემოგვინახეს ნიკო ფიროსმანაშვილის სახე. მხატვრის ეს პორტრეტიც ამოღებულია ამ კინონარკვევიდან.”

თუმცა, მაინც ვერ ვხვდები რა პრობლემაა ხელახალი გადამოწმება. ვგულისხმობ პროფესიონალების აზრს”

13533291_1279489588741681_199550323938963799_n (1)

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...