Home » თქვენი სათქმელი » ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ერთპარტიული მმართველობა აფერხებს ქვეყნის განვითარებას

ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ერთპარტიული მმართველობა აფერხებს ქვეყნის განვითარებას

დავით ნებიერიძე

-ის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის, უკვე შემდგარი ფაქტია. შედეგად ივანიშვილ-კალაძის მოძალადეთა კრიმინალური დაჯგუფება დღეს ზუსტად ქართული ანდაზის შესაბამისად იქცევა – “ქურდს ქუდი თავზე ეწვისო” და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა მავთულხლართებით შემოღობეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავადვე არიან შეგუებული მოქალაქეთა უმწვავესი პროტესტის მიღებას. მართალ კაცს არაფრის ეშინია. ხელისუფლებას კი ეშინია საკუთარი მოქალაქეების. იმიტომ, რომ დამნაშავეები არიან და ამიტომაც ემზადებიან. ზუსტად ამის გამოხატულება იყო პრემიერ მინისტრისა და შს მინისტრის გუშინდელი ყოვლად ცინიკური და აღმაშფოთებელი განცხადება, რითაც ამ გამყალბებლებმა გაგვაფრთხილეს, რომ თუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები გავბედავთ უსამართლობის, გაყალბების წინააღმდეგ ხმის ამოღებას და პროტესტის გამოხატვას, თავზე გადაგვახევენ კანონმდებლობას და საერთაშორისო ნორმებს.

ის, რომ მეორე ტური გარდაუვალია, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ხვალინდელი გამარჯვება უნდა გამოიხატოს იმ ახალ მოცემულობაში, რომ ქართველმა ხალხმა დაასრულოს ერთპარტიული მმართველობა. უახლესმა ისტორიამ ნათლად დაგვიმტკიცა, რომ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ერთპარტიული მმართველობა აფერხებს ქვეყნის განვითარებას და გვისპობს მომავალს. ვერც პოლიტიკური კულტურა იზრდება და საზოგადოებაც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. ამიტომ, ხვალ ქართველმა ხალხმა თვითმმართველობის ორგანოებში აუცილებლად უნდა მოიყვანოს ოპოზიციური ძალები და დააბალანსოს პოლიტიკური ველი, რათა კონკურენტულმა გარემომ  შოს  ქვეყნის სწრაფი განვითარების პირობა. ამაშია წარმატების ფორმულა.

გამხნევდით ბატონებო და გჯეროდეთ, რომ ქვეყნის ბედს განაგებთ თქვენ, მხოლოდ მაშინ როდესაც იხდით ვალს სამშობლოს წინაშე და გამოხატავთ თქვენს ნებას. თუ არჩევნებზე მისვლის მაჩვენებელი იქნება დაბალი, ხელისუფლებას გაუმარტივდება გაყალბების გაფორმება და ყველა კვლავ ამ ჭაობში დავრჩებით. მოგიწოდებთ ყველა მიხვიდეთ არჩევნებზე და შემოხაზოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც თქვენ ამყარებთ მომავლის იმედებს. ივანიშვილს და კალაძეს უნდა გამოვაცალოთ ხელიდან ერთპარტიული მმართველობის ინსტრუმენტი, რომელსაც ბოროტად იყენებენ და ხალხის ძარცვის ხარჯზე კიდევ უფრო მდიდრდებიან.

ყველა უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე და გამოვგლიჯოთ ხელიდან ჩვენი მომავალი “ქართუ ჯგუფის” კრიმინალურ სინდიკატს.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...